ვარშავის პაქტი

ვარშავის პაქტი
1985 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (აღმოსავლეთ გერმანია), უნგრეთის, პოლონეთისა და რუმინეთის კომუნისტური და მშრომელთა პარტიების გენერალური მდივნები შეიკრიბნენ ვარშავაში. მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს რომელიც აგრძელებდა 1955 წლის შეთანხმებას მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და ერთმანეთის დახმარებაზე, რამაც წარმოქმნა საბჭოთა პოლიტიკურსამხედრო ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში. ვარშავის პაქტი უპირისპირდებოდა ნატოს. 1949 წელს ჩამოყალიბებული, ნატოსგან განსხვავებით, ვარშავის პაქტი არ იყო დამოუკიდებელი ორგანიზაციული სტრუქტურა არამედ მას ჰქონდა საბჭოთა კავშირის, თავდაცვის სამინისტროს ნაწილის ფუნქციები. საბჭოთა კავშირი იყენებდა ვარშავის პაქტს თავისი დაარსებიდან 30 წლის მანძილზე როგორც მთავარ მექანიზმს აღმოსავლეთ ევროპაში საომარი და პოლიტიკური კონტროლის დამყარებისათვის. საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა ვარშავის პაქტი, რათა შეექმნა შთაბეჭდილება ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაემალა სიმართლე თავისი პოლიტიკური დომინირების და საომარი ჩარევის შესახებ მრავალი ქვეყნის საშინაო საქმეებში. საბჭოთა კავშირი ვარშავის პაქტს იყენებდა, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპული სოციალისტური ქვეყნების ჯარების გასავითარებლად და მათი საომარი სტრატეგიის გამოსაყენებლად. 1955 წლის პაქტის დადებამდე დიდი ხნით ადრე საბჭოთა კავშირმა ჩამოაყალიბა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ალიანსი, რომელიც ემსახურებოდა მისი უსაფრთხოების ინტერესებს. აღმოსავლეთ ევროპის ფაშისტური გერმანიისგან განთავისუფლებისას, მეორე მსოფლიო ომის დროს, წითელმა არმიამ დაამყარა პოლიტიკური და საომარი კონტროლი ამ რეგიონზე. საბჭოთა კავშირის სიდიდემ, ეკონომიკურმა წონამ და დიდმა სამხედრო ძალამ განაპირობა მისი, როგორც ქვეყნის, დომინირება ევროპის ამ ნაწილში. საბჭოთა კავშირს უნდოდა აღმოსავლეთ ევროპის გამოყენება ბუფერულ ზონად თავისი დასავლეთი საზღვრების დასაცავად და იდეოლოგიური გავლენის გასავრცელებლად.მეორე მიზეზი იყო სამშობლოს დაცვა საბჭოთა კავშირის უშიშროების პრიორიტეტების იერარქიაში. აღმოსავლეთევროპული ქვეყნების დაქვემდებარებით საბჭოთა კავშირმა უზრუნველყო თავისი კონტროლი რეგიონზე. 1955 წლის მაისში საბჭოთა კავშირმა ჩამოაყალიბა აღმოსავლეთ ევროპის ალიანსის სისტემა. ვარშავაში ერთად შეიკრიბნენ წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან. მათი მიზანი იყო ხელი მოეწერათ მრავალმხრივი შეთანხმებისათვის მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე და ურთიერთდახმარებაზე, რომელიც ჰგავდა უკვე ძალაში შესულ მათ ორმხრივ შეთანხმებას საბჭოთა კავშირთან. ლეგალური მრავალმხრივი ალიანსის ფორმირებამ გააძლიერა საბჭოთა კავშირის პრეტენზია მსოფლიოში სოციალისტური სისტემის ლიდერობაზე, გაზარდა მისი პრესტიჟი და დააკანონა მისი არსებობა და გავლენა აღმოსავლეთ ევროპაში. ნატოს ჩამოყალიბებამდე (1949 წელს) საბჭოთა კავშირს მნიშვნელოვანი მიზეზები ჰქონდა არაფორმალური კავშირის სისტემის ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ ვარშავის პაქტმა, როგორც ფორმალურმა ორგანიზაციამ, საშუალება მისცა საბჭოთა კავშირს, რომ ოფიციალურად შეწინააღმდეგებოდა ნატოს დასავლურ-აღმოსავლურ დიპლომატიაში. ვარშავის პაქტმა მისცა საბჭოთა კავშირს თანასწორი სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან იგი იყო ლიდერი დამოუკიდებელი ქვეყნებისა, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის შინაგან პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე. ვარშავის პაქტი ასევევ დაეხმარა საბჭოთა კავშირს გაეადვილებინა საშინაო პოლიტიკის გავრცელება აღმოსავლეთ ევროპაში. ვარშავის პაქტმა საბჭოთა კავშირს დააკანონებინა საბჭოთა ჯარის ყოფნა და თავისი დიდი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაში.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»